თელასი

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

10 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, წყალსადენის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, შუშის და კუპატაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებული ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და მოსკოვის გამზირის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გოგოლაურის (ნაწილობრივ) და დიდუბის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლაურის (ნაწილობრივ) და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაატა სააკაძის, ასპინძის, ბოდავის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ნინო და კალისტრატე სალიების, ძეგავის, გუმათის, ახუთის და ლამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." აცხადებს თელასი.

კომენტარები