ლიონელ მესიმ კერძო თვითმფრინავი შეიძინა

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ კერძო თვითმფრინავი იყიდა. ესპანური მედიის ცნობით, 31 წლის არგენტინელს შენაძენი 15 მილიონი ევრო დაუჯდა.

მესის თვითმფრინავი 16 მგზავრზეა გათვლილი. თვითმფრინავში ორი სამზარეულო და ორი სააბაზანოა. თვითმფრინავს მესის სათამაში ნომერი - 10 აწერია. ასევე, ტრაპის ყველა საფეხურზე ფეხბურთელის ოჯახის წევრების სახელებია დატანილი.

კომენტარები