თავდასხმა პოლიციელზე

აბაშაში ორი პოლიციელი დანით დაჭრეს, ერთს ოპერაცია დასჭირდა

flickr

აბაშის რაიონის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ორი პოლიციელი დანით დაჭრეს, მათგან ერთი ქუთაისის საავადმყოფოშია, მეორეს კი მცირე დაზიანება ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟს ნასვამი მოქალაქის განყოფილებაში გადაყვანა სურდა, ამ უკანასკნელმა კი წინააღმდეგობა დანით გაუწია.

ქუთაისის საავადმყოფოში ამბობენ, რომ პოლიციელი მათთან 7 დეკემბერს შეიყვანეს, გულმკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობითა და დაზიანებული ორგანოებით. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. მეორე სამართადამცველს ჭრილობა თითზე ჰქონდა და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მას ეძებენ.

კომენტარები