პრეზიდენტის ინაუგურაცია

ზურაბიშვილის ინაუგურაციის ლოკაციები სავარაუდოდ თბილისი, თელავი და წინანდალი იქნება

ტაბულა

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს ერთერთი ლოკაცია, სავარაუდოდ, თბილისშიც იქნება. ინაუგურაციის კომისიის წევრის, ლაშა ჟვანიას თქმით, ამ დღეს პანთეონის მონახულება სალომე ზურაბიშვილის სურვილიცაა.

“როგორ შეიძლება, თბილისის ნაწილი გაუქმდეს. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, პირველ რიგში როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება, სანამ ინაუგურაცია დაიწყება“ - ამბობს ლაშა ჟვანია ჟურნალისტებთან.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია თელავში, ერეკლე II-ს სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება. სტუმრების მიღება კი წინანდალში იგეგმება.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები