ძალით თმის შეჭრა

ამერიკაში მასწავლებელს მოსწავლისთვის სიმღერისას ძალით თმის შეჭრისთვის პატიმრობა ემუქრება

ამერიკაში მასწავლებელს მოსწავლისთვის ჰიმნის სიმღერის დროს ძალით თმის შეჭრისთვის პატიმრობა ემუქრება

მოსწავლისთვის ძალით თმის შეჭრის ამსახველი ვიდეო ფორუმ Reddit-ზე გავრცელდა, რის შემდეგაც 52 წლის მასწავლებელი, მარგარეტ გიეჟინგერი კალიფორნიაში მდებარე სკოლიდანაც გაათავისუფლეს.

პროკურატურის მხრიდან მასწავლებელს 6 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის ბავშვისთვის სასტიკად მოპყრობის ბრალდება და მთლიანობაში 3.5 წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს როგორ ეძახის მასწავლებელი ბიჭ მოსწავლეს, კლასელების წინ სკამზე სვამს, შემდეგ კი სიმღერის დროს ძალით თმას ჭრის.

მოსწავლის ადვოკატმა CNN-ს უთხრა, რომ მისი კლიენტი "აბსოლუტურად შეძრული" იყო მომხდარი ფაქტის შემდეგ. 

ვიდეოში მასწავლებელი თმის შეჭრის შემდეგ, მაკრატელს მოსწავლეს თავზე ადებს და ამბობს "შემდეგი", ასევე გოგო მოსწავლეს ემუქრება ძალით თმის შეჭრით.

კომენტარები