სომხეთი

რევოლუციური უმრავლესობა - ფაშინიანის პოლიტიკურმა ალიანსმა ხმების 70.4% მიიღო

Reuters

სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ალიანსმა 70.4% მიიღო.

ამ შედეგს უკვე უწოდეს "რევოლუციური უმრავლესობა" 

ყოფილმა მმართველმა "რესპუბლიკურმა პარტიამ (HHK) ხმების 4,7% მიიღო და 5%-იანი ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლო, შესაბამისად, პარლამენტში, რომელიც 101 დეპუტატისგან შედგება, მანდატს ვერ მოიპოვებს. 

ხმების 8.3% მიიღო ბიზნესმენ გარიკ ცარუკიანის პარტიამ. 

ლიბერალმა, პროდასავლურმა პარტიამ "კეთილშობილი სომხეთი" - ხმების 6.4%

არჩევნებში სულ 11 პარტია და საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2022 წელს უნდა გამართულიყო. ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპროტესტო აქციების შედეგად მაშინდელი პრემიერი სერჟ სარგისიანი გადადგა და მთავრობის დროებითი მეთაური ნიკოლ ფაშინიანი გახდა. ოქტომბერში თანამდებობა თავად ფაშინიანმაც დატოვა - სწორედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოტივით.

კომენტარები