თბილისის მერია

კალაძე: გავრცელებულ ფოტოზე არის სანიაღვრე სისტემა და არა ტროტუარი

თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომ ხილიანის ქუჩაზე ტროტუარი არასწორად დამონტაჟდა, ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, "ეს ადამიანები საერთოდ ვერ ერკვევიან ვერაფერში".

"ეს არის სანიაღვრე სისტემა. რაც შეეხება ტროტუარებს, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არსებობს, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა მოწესრიგებულია. ასევე გაჩნდა და გაკეთდა საპარკინგე სივრცეები" - ამბობს კალაძე.

ინფორმაცია, რომ ხილიანზე "ტროტუარი" დააგეს, პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ გუშინ გაავრცელა.

კომენტარები