საფრანგეთი

მაკრონი პროფკავშირების და დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ემანუელ მაკრონი
EPA

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პროფესიული კავშირების და დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. მათთან ის მთავრობის სამოქმედო გეგმას განიხილავს. შეხვედრებს პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპე და 9 მინისტრიც ესწრება. მოგვიანებით გავრცელდება მაკრონის სატელევიზიო მიმართვა მოსახლეობისადმი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან უკვე ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გრძელდება.

ფინანსთა მინისტრის თქმით ეს ქვეყნის ეკონომიკისათვის კატასტროფულია.

პეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

შაბათს ქუჩებში 125,000-მდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის დედაქალაქ პარიზში 10,000. მომიტინგეების ნაწილმა ფანჯრები ჩაამსხვრია, მანქანები დაწვა და მაღაზიები გაძარცვა. პოლიციამ 1,700 ადამიანი დააკავა.

საფრანგეთი "ყვითელი ჟილეტების" აქციებში რუსეთის ჩარევასაც იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები საპროტესტო მოძრაობაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

კომენტარები