ოჯახში ძალადობა

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს უვადო პატიმრობა მიესაჯა

0 კომენტარი
ვეფხია ბაქრაძე

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თემურ ბაქრაძეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

25 წლის ქალს 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გამოჭრეს ყელი. დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის მოკლულის დედის ყოფილი ქმარი ვეფხია ბაქრაძე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. სწორედ მასთან იმალებოდა მკვლელობაში ბრალდებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები