მოდა

"დაცემული ანგელოზების" აქცია Victoria's Secret-ის მაღაზიის წინ

კრიტიკა, რომელიც 1 თვის წინ, Victoria's Secret- ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ედ რაზეკის კომენტარს მოყვა, არ ნელდება.

ბრენდის ლონდონის ფილიალის წინ, განსხვავებული სხეულის ფორმებისა და ზომის ქალები პროტესტის ნიშნად ბიუსჰალტერებითა და საცვლებით შეიკრიბნენ.

საპროტესტო აქცია ადვოკატთა ჯგუფის, Love Disfigure-ის და იმავე ღირებულებების მქონე ბრენდის, Nunude-ის კოლაბორაციის შედეგად შედგა.

მონაწილეები, რომლებიც თავიანთ თავებს "დაცემულ ანგელოზებს" უწოდებენ, სხვადასხვა პოსტერებს ატარებდნენ. მაგ: "ჩვენს სხეულებსაც აქვს მნიშვნელობა", "ჩვენ ყველა ბრენდისთვის გვინდა მრავალფეროვნება", "ბრძოლა თანასწორობისთვის Victoria’s Secret-თან".

აქტივისტებმა ფოტოები ინსტაგრამზე ატვირთეს.

"ეს მხოლოდ სხეულის და კანის ფერის განსხვავებულობაზე არ არის, ეს ყოველი დღის სხვაობას ეხება! ჩვენ ვუყვარვართ და ლამაზები ვართ", - წერს ერთ-ერთი მონაწილე. 

“ეს იყო გასაოცარი დღე ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად, #FallenAngels კამპანია მოდის ინდუსტრიაში მრავალფეროვნებას ნიშნავს. ჩვენ მსვლელობა მოვაწყვეთ საცვლებით Victoria’s Secret-თან და ამით დავანახეთ, რომ მრავალფეროვნება გვინდა. ჩვენ საკუთარი თავები ოქსფორდის ქუჩის ცენტრში აღმოვაჩინეთ, როდესაც შანსს ვითხოვდით."

სხვა პოსტზე კი ჯგუფი წერს: "როდესაც ხალხისგან დიდ ყურადღებას ვიქცევთ, რადგან ბევრს ვჭამთ, ისინი ნამდვილად ბრმები არიან, რადგან ვერ ხვდებიან, რა ხდება. ჩვენ სხვისი სხეულის ფოტოების საყურებლად გვიყენებენ, ხოლო ჩვენ განსხვავებული სხეულის ნახვაც გვინდა.”

ნოემბერში, 2018 წლის Victoria’s Secret-ის მოდების ჩვენებაზე ედ რაზეკმა კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ არ მონაწილეობდნენ პლუს ზომის და/ან ტრანსგენდერი მოდელები 2018 წლის შოუზე. 

"გვეკითხებიან, რატომ არ აკეთებთ ამას? არ უნდა გყავდეთ ტრანსგენდერი გოგოები შოუზე? არა, არა, არ ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს. რატომ არა? იმიტომ რომ ეს შოუ ფანტასტიკაა. ეს 42-წუთიანი განსაკუთრებული გასართობი შოუა. აი რა არის ის", - უთხრა ედ რაზეკმა ვოგს

მან დაამატა, რომ პლუს ზომის მოდელების მონაწილეობა შოუში Victoria’s Secret-ის გეგმებში არ შედის და "ამის ინტერესი არავის აქვს". მოგვიანებით მან ამ კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა. 

ქალის თეთრეულის ბრენდის, Victoria’s Secret-ის აქციების ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში 41%-ით შემცირდა. როგორც ჩანს, კომპანია მომხმარებლებს კარგავს. მიზეზი ბრენდის მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. 

გრძელფეხება, გამომწვევად ჩაცმული ანგელოზისფრთებიანი მოდელების შოუს ABC-ზე მხოლოდ 3.3 მილიონმა ადამიანმა უყურა. 

ShowBuzzDaily-ის ცნობით, ეს წინა წელთან შედარებით 1.7 მილიონით ნაკლები და ორი წლის წინანდელი ნახვების ნახევარია, ხოლო 2001 წელს მოდელებმა 12 მილიონი ადამიანის დაინტერესება შეძლეს.

ბოლო წლებში ვიქტორიას სიქრითის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, 2018 წლის შოუს კი ისტორიაში ყველაზე ცოტა ადამიანმა უყურა. შოუს შექმნმელებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ "მხარს არ უჭერენ მრავალფეროვნებას და სექსუალურობის რეალისტურ იდეას".  

კომენტარები