სერიული მკვლელობა

რუსი პოლიციელი, რომელიც 22 მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, კიდევ 56 მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ

AFP

ციმბირში, ქალაქ ანგარსკის ყოფილი პოლიციელი, მიხაილ პოპკოვი, რომელსაც 2015 წელს 22 მკვლელობის დამტკიცების შემდეგ სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ 56 მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.

დაპატიმრების შემდეგ პოპკოვმა 59 ადამიანის მკვლელობა აღიარა, თუმცა 3 ვერ დაუმტკიცდა. მას კიდევ ერთი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

53 წლის მამაკაცის 79 მსხვერპლიდან 78 ქალია, რომელთა ასაკი 16-დან 40 წლამდეა, ხოლო ერთი პოლიციელი მამაკაცი. 1992 წლიდან 2007 წლამდე პოპკოვი ქალებს ღამით პოლიციის მანქანით წაყვანას სთავაზობდა, შემდეგ კი მათ აუპატიურებდა და ნაჯახით და ჩაქუჩით კლავდა და გვამს ტყეში ტოვებდა.

კომენტარები