იურგენ კლოპის ნახატი

ლივერპულის ცენტრში იურგენ კლოპი კედელზე დახატეს

ლივერპულის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, გერმანელი სპეციალისტის - იურგენ კლოპის ნახატი გამოჩნდა. "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის სურათი გრაფიტის არტისტს - Akse P19-ს ეკუთვნის.

ნახატის ავტორმა ნამუშევრის დასრულებას მხოლოდ 2 დღე მოანდომა. მან კლოპის გამოსახულება გასულ უქმეებზე დახატა. ადგილობრივი გულშემატკივრები შედეგით კმაყოფილები არიან.

ნახატის ქვეშ, წარწერაა: "ჩვენ ვართ "ლივერპული". ეს გაცილებით მეტს ნიშნავს".

აღსანიშნავია, რომ Akse P19-ს დახატული აქვს მოჰამედ ალის, დევიდ ბოუისა და სტივენ ჰოკინგის გამოსახულებებიც.

კომენტარები