ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 11 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას" ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, გამრეკელის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის და ნადირაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერისთავის, მექანიზაციის, მაგნიტოგორსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ათონელის, ვეკუას და მტკვრის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

02 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზრის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები