პურის გაძვირება

ცომაია: პურის ფასის ზრდაზე ბახტაძის ნათქვამი, ეკონომიკის არასიჯანსაღეზე მიუთითებს

აკაკი ცომაია
Facebook/ თავისუფალი ბაზარი

"გაუგებარია, რას გულისხმობს მამუკა ბახტაძე" - ასე აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით. 

ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ ბრიფინგზე "შესაბამის ორგანოებს მოუწოდა", გამოიძიონ, რატომ გაიზარდა პურზე და პურის პროდუქტებზე ფასი 5-10 თეთრით. 

ცომაიას თქმით, თუკი ბახტაძეს აქვს ეჭვი, რომ ამ ბაზარზე არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც ფასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ეს ეკონომიკის არასიჯანსაღეზე მიუთითებს. 

"ეს, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებობს ერთგვარი რაღაც პოლიტიკური გარიგების მექანიზმები, პოლიტიკური ვაჭრობის ელემენტები და ამ სიტუაციას ეწოდება კრონიკაპიტალიზმი. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა ეთქვა ბახტაძეს ის, რაც თქვა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. გაუგებარია ისიც, რა უნდა გამოიძიოს, ვინ უნდა გამოიძოს ან რა უნდა გააკეთოს მთავრობამ,"- ამბობს ცომაია "ტაბულასთან" საუბრისას.

ასევე წაიკითხეთ 

რატომ გაძვირდა პური? - ეკონომისტების მოსაზრება

კომენტარები