პურის გაძვირება

პაპავა ბახტაძის დავალებაზე: პურის ფასის ზრდის მიზეზების გამოძიება არასერიოზულია

გიორგი პაპავა

ეკონომისტი გიორგი პაპავა "ტაბულასთან" საუბრისას პრემიერმინისტრ ბახტაძის დღევანდელ განცხადებას აფასებს პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით და ამ განცხადებას სასაცილოს უწოდებს. 

მამუკა ბახტაძემ დღეს პურის ფასის 5-10 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და "შესაბამის ორგანოებს" მოუწოდა, გამოიძიონ, "რასთან გვაქვს საქმე". 

პაპავა ამბობს, რომ 5 თეთრით პურის გაძვირება აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა და ამის გამოძიება არასერიოზულია. 

"როცა არასამართლიანობაზე საუბრობს, ერთადერთი არგუმენტი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ბაზარზე იყოს ცოტა კომპანია და ამ კომპანიებს ჰქონდეთ ერთმანეთთან შეთანხმების შესაძლებლობა, რომ შედარებით მაღალი ფასები დააწესონ, რაც კონკურენციას შეზღუდავს და ამ შემთხვევაში, რაღაც თეორიული არგუმენტი იარესებებს, რატომ უნდა ჩაატაროს გამოძიება კონკურენციის სააგენტომ. 

ამ შემთხვევაში, თუკი კონკურენციის სააგენტო მართლა დაიწყებს ამის გამოძიებას, ეს ფულის წყალში გადაყრა იქნება იმიტომ, რომ უბრალოდ, წარმოუდგენელია ამის გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რამდენი მომწოდებელიცაა ბაზარზე. ამ განცხადების მიზანი, ალბათ, მოსახლეობის დამშვიდებაა," - ამბობს პაპავა.

წაიკითხეთ ასევე

რატომ გაძვირდა პური? - ეკონომისტების მოსაზრება
 

კომენტარები