ჭარბვალიანობა

მაჭავარიანი: vali.ge-ზე ჯერ ბანკების, შემდეგ ონლაინ გამსესხებლების ბაზები აიტვირთება

0 კომენტარი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, სესხების განულების საიტზე - vali.ge, დღეს 6 საათზე სამი ბანკის, TBC, საქართველოს ბანკისა და ლიბერთი ბანკის ბაზები გაერთიანდება. ასევე საიტზე 400 ათასზე მეტი ადამიანის და ფიზიკური პირის, ჯამში 600 ათასზე მეტი სესხი იქნება ატვირთული.

"იმედი მაქვს, რომ ბევრი ფიზიკური პირი შევა, ნახავს, იქ არის თავისი წესი. რამდენიმე ბანკი რიგში არის. არ გაგიკვირდებათ რომ ჯერ ბანკები აიტვირთა, მათი მონაცემები და მერე ონლაინ გამსესხებლების, რადგანაც აქ ბაზებიც დიდი იყო და უფრო მოწესრიგებულიც იყო მინდა გითხრათ. მე მგონი ეს პროცესი გაგრძელდება. ამას საფრთხეს ვერაფერი ვერ შეუქმნის", - ამბობს ივანე მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები