თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 11 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, გამრეკელის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის და ნადირაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერისთავის, მექანიზაციის, მაგნიტოგორსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ათონელის, ვეკუას და მტკვრის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზრის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები