შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა.
მასი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.