Fashion Award

დემნა გვასალიამ აქსესუარების წლის საუკეთესო დიზაინერის საერთაშორისო ჯილდო მიიღო

wp.com

10 დეკემბერს ლონდონში, ალბერტ-ჰოლში ბრიტანეთის მოდის საბჭომ Fashion Award-ის დაჯილდოება გამართა, რომელსაც სხვანაირად "მოდის ოსკარს" უწოდებენ.  

დაჯილდოებაზე დემნა გვასალია აქსესუარების წლის საუკეთესო დიზაინერი გახდა. მასთან ერთად ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ : ალესანდრო მიკელე (გუჩი), მარია გრაცია ქიური (დიორი), ჯონათან ანდერსონი (ლუევე), მიუჩია პრადა (პრადა). 

დემნა გვასალია დაჯილდოებას არ ესწრებოდა, თუმცა მისი სახელით ჯილდო ფრანგული ვოგის მთავარმა რედაქტორმა კარინ როიტფელმა მიიღო. 

ცერემონიას სასექსის ჰერცოგინია და პრინც ჰარის ცოლი, მეგან მარკლიც ესწრებოდა. მან ჯილდო დიდი ბრიტანეთის ქალის სამოსის დიზაინერის ნომინაციაში გამარჯვებულ კლერ უაით კელერს გადასცა. კლერი მეგანის საქორწილო კაბის დიზაინერია. 


ფოტო: www.people.com

ფოტო: www.whowhatwear.co.uk

სხვა კატეგორიებში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება: 

წლის ბრენდი - გუჩი 

ბიზნეს ლიდერი - მარკო ბიზარი (გუჩი)

წლის დიზაინერი - პიერპაოლო პიჩოლი (ვალენტინო)

წლის მოდელი - კაია გერბერი 

წლის ურბანული ბრენდი - ვირჯილ აბდლო 

 

კომენტარები