რუსეთის ეკლესია

რუსეთში ძვირადღირებული სამოსის ტარების გამო მღვდლის წინააღმდეგ ეკლესიამ გამოძიება დაიწყო

რუსეთში ძვირადღირებული ბრენდების სამოსისა და აქსესუარების ტარების გამო მღვდლის წინააღმდეგ ეკლესიამ გამოძიება დაიწყო.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთი მღვდლის Instagram პოსტებს იძიებს, რომლებშიც სასულიერო პირი ძვირადღირებული ბრენდების, ლუი ვიტონისა და გუჩის ტანსაცმელშია გამოწყობილი.

რუსეთის პატრიარქ კირილეს პრესსპიკერის, ალექსანდრე ვოლკოვის თქმით, ასეთი მოუკრძალებელი ცხოვრების სტილი არ უნდა იყოს დამახასიათებელი მღვდლისთვის, - "არ შეიძლება მხოლოდ დილაობით ეკლესიაში იყო მღვდელი და სადილის შემდეგ ვინც გინდა ის", - ამბობს პატრიარქის პრესსპიკერი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, 2012 წელს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი კირილე გააკრიტიკეს ძვირადღირებული საათის ტარების გამო.

სასულიერო პირის სოციალური ქსელი ამ დროისათვის გაუქმებულია.

კომენტარები