კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ავტოსადგომიდან "რენო კანგო" გაიტაცა

შსს

სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული დ.ვ., ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ავტოსადგომიდან „რენო კანგოს“ მოდელის ავტომობილი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები