ეგვიპტე

პირამიდის თავზე გადაღებულ შიშველ ფოტოზე ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო [Video]

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს გამო, რომელზეც ფოტოგრაფს და მის მეგობარ გოგონას პირამიდის თავზე სექსუალური ურთიერთობა აქვთ, ეგვიპტეში გამოძიება დაიწყო.

დანიელმა ფოტოგრაფმა, ანდრეას ვიდმა პირამიდაზე ასვლის და ტანსაცმლის გახდის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

ფოტომ და ვიდეომ სოციალურ მედიაში აღშფოთება გამოიწვია. მათ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის წაბილწვაში ადანაშაულებენ.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს ნამდვილია თუ არა ვიდეო, ოფიციალურ პირებს მის რეალურობაში ეჭვი შეაქვთ. ისინი ასევე გამოიძიებენ როგორ შეძლო წყვილმა 140 მეტრი სიმაღლის პირამიდაზე ასვლა, რადგან ეს აკრძალულია.

თავად ფოტოგრაფი ამბობს, რომ ფოტო და ვიდეო ნოემბრის ბოლოს გადაიღეს. მისი თქმით პირამიდაზე ასასვლელად დაღამებას დაელოდნენ და წვერამდე მისაღწევად 25 წუთი დასჭირდათ. მისივე თქმით პირამიდის თავზე მათ სექსუალური კავშირი არ ჰქონიათ და მხოლოდ ფოტო გადაიღეს.

 

კომენტარები