ანდრეს ინიესტას დაბრუნება

ანდრეს ინიესტა კატალონიის "ბარსელონას" ბაზაზე დაბრუნდა (VIDEO)

"ვისელ კობეს" ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მშობლიური კლუბის - კატალონიის "ბარსელონას" ბაზას ესტუმრა. 34 წლის ესპანელი ყოფილ თანაგუნდელებს - ლიონელ მესის, ხერარდ პიკეს, ლუის სუარესს, ფილიპე კოუტინიოსა და სხვა მოთამაშეებს შეხვდა.

ინიესტამ სამწვრთნელო შტაბი მოინახულა და გუნდის ვარჯიშსაც დაესწრო. ვეტერანი ნახევარმცველი ბარსელონას ღირსებას 2002-2018 წლებში იცავდა. ინიესტა ესპანეთიდან იაპონიაში გასულ ზაფხულს გადაბარგდა.

ბარსელონამ ინიესტას ვიზიტის შესახებ ვიდეო მოამზადა:

კომენტარები