სამხრეთ კორეა

გაექეცი კორსეტს - სამხრეთ კორეაში ქალები გენდერული თანასწორობისთვის იბრძვიან

სამხრეთ კორეელი იუთუბერი, 21 წლის ლინა ბეი Lina Bae ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც მე "არ ვარ ლამაზი" (I am not pretty) ქვია, მაკიაჟს იკეთებს, შემდეგ კი იშორებს. 

ამის გამო მან ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მიიღო, მათ შორის მკვლელობის მუქარაც.

Lina Bae

"ვფიქრობ, კორეელი ქალები გარეგნობის ერთგვარ კორსეტს ატარებენ. მათ სხვებისთვის სახის ჩვენების ეშინიათ. გამიგია, ქალი განსაკუთრებულ სირცხვილს მაშინ გრძნობს, როცა მახინჯს უწოდებენო, მართლა ასე ვიგრძენი თავი", - უთხრა მან BBC-ის. 

Lina Bae

ვიდეო, სადაც ლინა ყალბ წამწამებს იხსნის, იშორებს ალუბლისფერ წითელ პომადას 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ათასობით მაყურებელმა მას მხარი დაუჭირა, მაგრამ დანარჩენები შეტევაზე გადავიდნენ.

"ხალხი მეუბნებოდა, რომ მაკიაჟი მაინც არ მომიხდება. სიკვდილით მემუქრებოდნენ, მითხრეს, რომ მოვიდოდნენ და მომკლავდნენ, სახლის დატოვების მეშინოდა" - ამბობს ის.

Bae მოძრაობის წევრია, რომლებიც სამხრეთ კორეაში ქალების "დიდხნიანი სილამაზის იდეალებს" ებრძვიან. ისინი თავებს "გაექეცი კორსეტის" მოძრაობას უწოდებენ.

ბევრმა თმა გადაიპარსა და სოციალურ ქსელებში ფოტოების დადება დაიწყო, რომელზეც უმაკიაჟოდ არიან ასახულნი.

სამხრეთ კორეაში გოგოებს პატარა ასაკიდანვე ეუბნებიან, რომ უნდა იყვნენ გამხდრები, ქონდეთ თეთრი, მოვლილი სახის კანი და იდეალური ოვალური სახე.

სამხრეთ კორეაში კოსმეტიკური ოპერაციების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. იქ წარმატება და გარეგნობა სინონიმებია. 2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სამსახურის მაძიებელთა 88% ფიქრობს, რომ სამსახურის პოვნისთვის გარეგნობაა მთავარი. გამოკითხულთა ნახევარმა თქვა, რომ მათ შეიძლება პლასტიკური ოპერაცია გაიკეთონ, რათა მალევე დასაქმდნენ.

BBC 23 წლის კიმ ჩუ ჰვის შეხვდა. როგორც დანარჩენი კურსდამთავრებულები, ჩუ ჰვიც ცდილობს, სამსახურის დასაწყებად სივის ფოტოში საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, ამიტომ თმასა და მაკიაჟს პროფესიონალურს სტუდიაში იკეთებს.

"ადამიანებმა, რომლებმაც სამსახურში უნდა ამიყვავნონ არ მიცნობენ", - ამბობს ის, - "მათ ჩემი ფოტოს მიხედვით უნდა განმსაჯონ, ამიტომ მინდა, საკუთარ თავზე საუკეთესო შთაბეჭდილება შევუქმნა". 

ფოტოგრაფი მას ეხმარება "მხრები სიმეტრიული იყოს, პირველი შთაბეჭდილება უმთავრესია," ამბობს ის.

კიმ ჩუ ჰვი

გარეგნობაში პატარა ცვლილებასაც შეუძლია, ხალხის აღშფოთება გამოიწვიოს. 

სამხრეთ კორეული ახალი ამბების, MBC-ის წამყვანი ჰიუნ ჯუ იმმი პირველი ქალი წამყვანია, რომელმაც წლობით ლინზების ტარების შემდეგ პირდაპირ ეთერში სათვალე გაიკეთა. 

ჯუ იმი ნერვიულობდა, რადგან მაყურებლებს შეიძლება ეფიქრათ, რომ საკმარის ძალისხმევას არ გასწევს, მაგრამ მან ათასობით მხარდამჭერი იმეილი მიიღო.

"თავს ვეკითხებოდი, არასწორია სათვალის ტარება? მაშინ კავ წამყვანებს რატომ უკეთიათ სათვალეები. ქალებმა სათვალეზე უარი რატომ უნდა ვთქვათ?"

მან აღმოაჩინა, რომ პირდაპირ ეთერში თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობდა.

"ვფიქრობ, სათვალემ ბევრი ცვლილება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. აღარ მეცვა არაკომფორტული ტანსაცმელი. შარვალსა და მაისურს ვიცვამდი, რომელიც მე მომწონდა. მეტად თავისუფალი გავხდი. ჩემი აზრით ამ სათვალემ ფრთები მომცა, რომელსაც თავისუფლება ეწოდება". 

ჰიუნ ჯუ იმი

სწორედ ამიტომ, "გაექეცი კორსეტის" მოძრაობა სამხრეთ კორეაში მეტია, ვიდრე უმაკიაჟოდ სიარული. მისი საშუალებით ქალები მეტ თავისუფლებას და საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობენ.

მაგრამ ბევრს სჯერა, რომ "გაექეცი კორსეტის" მოძრაობამ ძალიან ღრმად შეტოპა.

ფემინისტურ წიგნის კაფეში, სეულში, BBC ესაუბრა ქალებს, რომელთა თქმითაც, მოძრაობამ მათზე ზეწოლა მოახდინა.

"ზოგი გვეუბნებოდა, რომ თუ მაკიაჟს ვატარებთ ფემინისტები არ ვართ. "გაექეცი კორსეტის" მოძრაობა თვითონ ქმნის ახალ კორსეტს," - ამბობს ერთ-ერთი.

მაგალითად, მის ბანგს უთხრეს, რომ არ შეიძლება, მას ფემინისტი ეწოდოს.

"მომწონს გრძელი თმა, მომწონს მაკიაჟის კეთება, მომწონს მჭიდრო კაბები. შეიძლება ფემინისტი ვიყო? ჩემი მეგობრებისგან იმის გაგონებამ, რომ ფემინისტი ჩემი საზოგადოების მიმართ ინტერესის, სურვილის, რომ ქალების უფლებები დავიცვა და რწმენის, რომ ქალები და მამაკაცები თანასწორები არიან, გამო ვარ, იმედი მომცა."

"გაექეცი კორსეტის" მოძრაობა დიდ ყურადღებას აქცევს ქალებს პატრიარქალურ საზოგადოებაში, რომლებიც დისკრიმინაციის მსხვერპლები არიან სახლებში, ქუჩებში და სხვა. 

ისინი, ვისაც გამბედაობა ყოფნით, დიდ ცვლილებებს ახდენენ ქვეყანაში. გენდერული თანასწორობის პრობლემის გადაჭრის საკითხში კი დიდი პროგრესი შეიმჩნევა.

კომენტარები