საშობაო ბაზრობები

6 ყველაზე ჯადოსნური საშობაო ბაზრობა მსოფლიოში

Shutterstock

ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საშობაო ბაზრობები ეწყობა. ზოგიერთ ქალაქში კი საშობაო ბაზრობები ტრადიციად იქცა, დაათვალიერეთ რამდენიმე მათგანი:

საშობაო ბაზრობა ვენაში, ავსტრია


ფოტო: Shutterstock

ყოველწლიურად, Wiener Rathausplatz - ვენის მოედანი “ვენის საშობაო ოცნებად” იქცევა. მყიდველები შეძლებენ ყველა იმ ნივთის ნახვას, რომელიც შობას უკავშირდება. მოედანზე მოეწყობა საციგურაო მოედანი და განწყობის შესაქმნელად, მგალობლები საშობაო სიმღერებს შეასრულებენ. ბაზრობას განსაკუთრებულს მე-19 საუკუნის ნეო-გოთიკური გარემო ქმნის.

საშობაო ბაზრობა პრაღაში, ჩეხეთი


ფოტო: Shutterstock

პრაღის საშობაო ბაზრობა, რომელიც ქალაქის ძველ ნაწილში ეწყობა, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციაა. ბაზარში გაიყიდება, როგორც ევროპული ბაზრობებისთვის დამახასიათებელი ნივთები - ხის სათამაშოები და ხელნაკეთი მინის ჭურჭელი, ასევე ტრადიციული ჩეხური პროდუქცია - ტრდელნიკი და ნიგვზის ორცხობილები. საშობაო ბაზრობა ღია ნათლისღებამდე იქნება.


ფოტო: Shutterstock

საშობაო ბაზრობა სტრასბურგში, საფრანგეთი


ფოტო: Shutterstock

სტრასბურგს საფრანგეთის “შობის დედაქალაქს ეძახიან”. ქალაქის საშობაო ბაზრობა Place de la Cathédrale-ზე, ამ დროს დაახლოებით 300 დახლი იდგმება, ეწყობა საშობაო შოუები და კონცერტები - ეს კი დაუვიწყარ საშობაო ატმოსფეროს ქმნის. საშობაო ბაზრობა 30 დეკემბერს იხურება.

საშობაო ბაზრობა კელნში, გერმანია


ფოტო: Shutterstock

ყოველი წლის დეკემბერს, საკათედრო საშობაო ბაზრობა კელნის ცენტრში ეწყობა. სხვა საშობაო ბაზრობების მსგავსად, აქაც ფართო არჩევანითაა წარმოდგენილი ადგილობრივი პროდუქცია - სოსისები და გერმანული ხილის ნამცხვარი. საშობაო ბაზრობა ეწყობა კელნის კათედრალის ფონზე, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე დიდი გოთიკური ტაძარია. საშობაო ბაზრობა მოიცავს 100 მუსიკალურ წარმოდგენას და სხვადასხვა სადღესასწაულო შოუს.

საშობაო ბაზრობა ტალინში, ესტონეთი


ფოტო: Shutterstock

ტალინის საშობაო ბაზრობა ტალინის საახალწლო ხის ირგვლივ იმართება, რომელსაც ესტონელები 1441 წლიდან რთავენ. გარდა ადგილობრივი პროდუქციისა, საშობაო ბაზრობაზე სანტა კლაუსსაც შეხვდებით.

საშობაო ბაზრობა ილინოისში, ჩიკაგო


ფოტო: Shutterstock

ევროპის ქვეყნების გარდა, ჯადოსნური საშობაო ბაზრობა ამერიკაშიც ეწყობა. ჩიკაგოს საშობაო ბაზრობაზე - Christkindl Market წარმოდგენილი პროდუქცია ტრადიციულისა და თანამედროვე ელემენტების ნაზავია.

კომენტარები