თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა "ძალა ერთობაშიას" მოთხოვნა, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით.
ინფორმაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
"ძალა ერთობაშიამ" სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლში სარჩელი გუშინ შეიტანა.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ამის მიზეზი ზურაბიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაა. მისი თქმით, ისინი სასამართლოს მიმართავენ და საჩივარს საფუძვლად საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლს დაუდებენ, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.
ასევე, ვაშაძემ თქვა, რომ ძალა ერთობაშია მიმართავს პროკურატურასაც და ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 164/1 მუხლის (ამომრჩევლის მოსყიდვა) შესაბამისად, დაიწყოს გამოძიება საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის და კახა კალაძის მიმართ, რომელიც ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.