აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში, ქალაქ მელნო-პარკში თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.
CNN-ის ინფორმაციით, შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა. სამართალდამცველებმა მელნო-პარკელ კოლეგებს შეატყობინეს.
ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და შენობაში ბომბს ეძებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.