თხევადი შოკოლადი

გერმანიაში ტონობით თხევადი შოკოლადი ქუჩაში გადმოიღვარა

Dailymail.com

გერმანიის ქალაქ ვესტონენში ტკბილეულის ქარხნიდან ტონობით თხევადი შოკოლადი ქუჩაში გადმოიღვარა.

ორშაბათს გამთენიისას ქალაქის მაცხოვრებლებმა სახანძროში დარეკეს, მას შემდეგ რაც დაინახეს, რომ ტკბილეულის ქარხნიდან თხევადი შოკოლადი გზაზე იღვრებოდა.

გზა, სადაც თხევადი შოკოლადი გადმოიღვარა ორი საათის განმავლობაში გადაკეტეს - იქ მეხანძრეები და სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.

ტკბილეულის ქარხნის დირექტორის თქმით, მათ ცისტერნას მცირე პრობლემები შეექმნა, რომელმაც შოკოლადის გადმოღვრა გამოიწვია. 

კომენტარები