მთის შვილის წოდება

ზაზა გაბუნიამ თუშეთის ტყის მცველს, სალომე იდოიძეს "მთის შვილის" წოდება მიანიჭა

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნიამ თუშეთის ტყის მცველ სალომე იდოიძეს "მთის შვილის" წოდება მიანიჭა. 

ღონისძიება, რომელზეც იდოიძეს ეს წოდება მიენიჭა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იყო ორგანიზებული. 

"დღეს სრულიად განსაკუთრებული დღეა, რადგან მთა იყო და ყოველთვის დარჩება აზრების და ემოციების წყაროდ, მთა ყოველთვის იქნება განსაკუთრებული სიამაყის საგანი ქართველისთვის. მე მინდა მივესალმო იმ გზავნილებს, რაც მთის მხარდაჭერის საკითხებზე პრემიერისგან და სხვა გამომსველელების მიერ გაკეთდა.

საქართველოს პარლამენტი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი იქნება აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკის შემუშავებაში, რაც დაკავშირებულია მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობასთან. მე დღეს დიდი პატივი მხვდა წილად, რადგან უნდა დავაჯილდოვო ადამიანი, რომელიც იცავს თუშეთის ტყეს - ვფიქრობ ამით ყველაფერია ნათქვამი. ის ყოველი დილის რვა საათზე იწყებს მუშაობას და ნებისმიერ ამინდში 10 კილომეტრამდე მანძილის გავლა უწევს. თითოეულ რეინჯერს 1400 ჰექტრამდე ფართობზე უწევს ზედამხედველობა. მსურს ამისთვის თქვენთან ერთად დიდი მადლობა ვუთხრა სალომე იდოიძეს და გადავცე "მთის შვილის" წოდება",- თქვა ზაზა გაბუნიამ. 

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარები, მინისტრები, ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

კომენტარები