ბრაზილია

ბრაზილიაში ეკლესიაში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში კათოლიკურ ეკლესიაში როლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა.

BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმა სან-პაულოში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკათედრო ტაძარში მოხდა. 

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ეკლესიაში მესის დროს შეიჭრა და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი. დაჭრილების მდგომარეობა კი კრიტიკულია. 

პოლიციის ინფორმაციით, მას ორი იარაღი ჰქონდა. თავდამსხმელმა საკურთხეველში თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

კომენტარები