#metoo კამპანია

მეგან ფოქსმა მიზეზებზე ისაუბრა, რატომ არ უერთდება #MeToo მოძრაობას

0 კომენტარი
ფოტო: Vanity Fair

ამერიკელმა მსახიობმა მეგან ფოქსმა The New York Times-თან #MeToo მოძრაობის შესახებ ისაუბრა.

მსახიობა ილაპარა იმ მიზეზებზე, რის გამოც ის #MeToo მოძრაობის ფარგლებში თავის ამბებსა და გამოცდილებებს არ ყვება.

"#MeToo მოძრაობის შესახებ, ყველა გამოდის და ყვება თავის ამბებს, სულ მცირე ერთ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს, რომ მსგავსი რამდენიმე ამბავი მეც მქონია, მაგრამ არ მილაპარაკია რამდენიმე მიზეზის გამო. მე მხოლოდ იმაზე არ ვიფიქრე, როგორ მიმიღებდა ხალხი, ფემინისტები, ვიფიქრე კიდევ იმაზე, რომ შეიძლება გავმხდარიყავი "სიმპათიური მსხვერპლი". ასევე ვიფიქრე, რომ თუ ოდესმე მოვიდოდა დრო, როდესაც სამყარო შეთანხმდებოდა რომ შესაძლებელია არსებობდეს მსხვერპლობით გამოწვეული სირცხვილის განცდა, მე ჩემს ამბებს მოვყვებოდი", - თქვა მეგან ფოქსმა.

კამპანია #MeToo მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალი სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ქალები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ყვებოდნენ საკუთარ გამოცდილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ და ჰაშთაგით MeToo-ს წერდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები