უეინ რუნის ვიზიტი

უეინ რუნი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ოჯახთან ერთად ესტუმრა

"დი სი იუნაიტედის" ვეტერანი ფორვარდი უეინ რუნი თეთრ სახლს ოჯახთან ერთად ესტუმრა. ინგლისელი თავდამსხმელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საშობაო საღამოზე პირადად მიიწვია.

ცნობილია, რომ უეინ რუნის 12 წლის ვაჟი - ბერონი, ტრამპის დიდი გულშემატკივარია. აშშ-ს პრეზიდენტმა ფეხბურთელის შვილი პირადად გაიცნო.

აღსანიშნავია, რომ უეინ რუნი კარიერის დასრულებას შტატებში გეგმავს.

კომენტარები