TIME -

Time-ის “წლის ადამიანად” მოკლული და დაპატიმრებული ჟურნალისტები დასახელდა

0 კომენტარი
ფოტო: BBC

მოკლული და დაპატიმრებული ჟურნალისტები - “დამცველები” - 2018-ის “წლის ადამიანად” დაასახელა ჟურნალმა Time-მა.

ჟურნალმა 4 სხვადასხვა ყდა გამოუშვა, სადაც ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც წელს სამიზნეები თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობის გამო გახდნენ.

ვინ არიან ეს ჟურნალისტები?

ჯამალ ხაშოგი

ფოტო: Reuters

2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს. საუდის არაბეთმა მკვლელობასთან კავშირის გამო 21 პირი დააკავა, 11-ს ბრალად უშუალოდ მკვლელობაში მონაწილეობა ედება, მათგან 5-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება. თანამდებობიდან გაათავისუფლეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლებიც.

საერთაშორისო საზოგადოებაში ბევრი ფიქრობს, რომ ის საუდის პრინცის მუჰამად ბინ სალმანის ბრძანებით მოკლეს. ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ხაშოგის მკვლელობას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დანიამ საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვა შეუჩერა, ხოლო გერმანიამ იარაღის გაყიდვის სამომავლო კონტრაქტები გაწყვიტა.

ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიშში არ სამხილები, რომლითაც დასტურდება, რომ მკვლელობის განსახორციელებლად მისი თანხმობა აუცილებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტრამპის თქმით, ეს კავშირი არ დასტურდება და ის შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას საუდის არაბეთთან.

Capital Gazette - ის თანამშრომლები

ფოტო: AFP

28 ივლისს, შეიარაღებული პირი გაზეთ Capital Gazette-ის ოფისში შეიჭრა მერილენდში და 5 ჟურნალისტი მოკლა.

მამაკაცმა ჟურნალისტები მისი მხრიდან ქალის შევიწროების შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო მოკლა. მიუხედავად ტრაგედიისა, ჟურნალისტებმა სამუშაო მანქანების პარკინგზე გააგრძელეს მუშაობა და მეორე დღეს ყველა დაღუპულ კოლეგაზე სტატიები გამოაქვეყნეს.

მარია რესა და რეპლერი

ფოტო: BBC

CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი მარია რესამ ონლაინ საიტი რეპლერი დაარსა ფილიპენში 2012 წელს, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის პლატფორმად ჩამოყალიბდა.

რეპლერი კრიტიკული იყო პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მიმართ.

მისი არჩევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2016 წელს, რეპლერმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ისინი დეტალურად ყვებოდნენ თუ როგორ იყენებდა დუტერტე ყალბ ფეისბუქ გვერდებს მის მიმართ პოზიტიური გზავნილების გავრცელებაში.

პრეზიდენტმა დუტერტემ რეპლერის ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფისში შესვლა აუკრძალა. ხოლო წელს, რეპლერს სახელმწიფომ ლიცენზია შეუჩერა და ნოემბერში, მარია რესა გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს.

ვა ლონი და კიავ სო ო

როიტერსის ჟურნალისტებს ვა ლონსა და კიავ სო ოს, ორივე მიანმარის მოქალაქე, სექტემბერში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფოს საიდუმლო აქტის დარღვევისთვის მიუსაჯეს.

ჟურნალისტებმა 2017 წელს არმიის მიერ 10 ადამიანის მკვლელობა გამოიძიეს. ისინი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. შემთხვევა ფართო ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც პრესის თავისუფლების ტესტი მიანმარში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები