ზვიად მიხანაშვილის დაჭრა

შსს-ს ზვიად მიხანაშვილის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე ჯერაც არ დაუკავებია

შსს-ს ზვიად მიხანაშვილის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე ჯერაც არ დაუკავებია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსის, ზვიად მიხანაშვილის დაჭრაში ბრალდებული ჯერაც არ დაუკავებია.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დამნაშავე, სავარაუდოდ, ყოფილი პატიმარია.

შემთხვევა გუშინ, წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ინციდენტის დროს მიხანაშვილთან ერთად კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები