უბედური შემთხვევა

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

flickr

თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები