სარკინიგზო ავარია

ანკარაში სარკინიგზო ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა

თურქეთში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა. უბედური შემთხვევა ანკარაში მოხდა. 

ინციდენტის შედეგად ორი ვაგონი ამოტრიალდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 43 ადამიანი.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

კომენტარები