პარაშუტით გადმოხტომა

102 წლის ავსტრალიელი ქალი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პარაშუტისტია - ვიდეო

ნებისმიერ ასაკში შეიძლება სიგიჟეების კეთება და ეს ავსტრალიელი 102 წლის ქალი ამის ნათელი მაგალითია. 

ირენ ო‘ში გახდა ყველაზე ხანდაზმული ქალი რომელიც პარაშუტით გადმოხტა. ირენმა თავისივე რეკორდი მოხსა. ის პირველად 100 წლის ასაკში გადმოხტა და მას შემდეგ თავის დაბადების დღეს ასე აღნიშნავს. 

ირენის ქალიშვილი წლების წინ ნეირონული დაავადებით გარდაიცვალა. ირენი თავისი ნახტომებით შემოსული თანხით ამ დაავადების მქონე პირებს ეხმარება და ფულს საქველმოქმედო ფონდში რიცხავს. ახალი ნახტომით მან 12 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

 

ირენი გაჩერებას არ აპირებს და გეგმავს, პარაშუტით მომავალ წელსაც გადმოხტეს.

კომენტარები