ტერეზა მეი

200 ხმა 117-ის წინააღმდეგ - ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის უნდობლობა დაძლია

0 კომენტარი
ტერეზა მეი ფოტო: Reuters

200 ხმა 117-ის წინააღმდეგ - კონსერვატიულმა პარტიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრსა და პარტიის ლიდერს, ტერეზა მეის, ნდობა გამოუცხადა. 

მას შემდეგ, რაც საერთო ხმების 63% დააგროვა, ტერეზა მეი ლიდერის იმუნიტეტით ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებს.

მეის მხარდამჭერი დეპუტატები ამბობენ, რომ პარტია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა კრიტიკოსები წერენ, რომ პარტიის 1/3-ის დაკარგვა პრემიერმინისტრისთვის დამაზიანებელია. 

კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ტერეზა მეიმ დაიფიცა, რომ ის ბოლომდე მიიყვანს ბრექსითის პროცედურას, "რომელსაც ბრიტანელმა ხალხმა მხარი დაუჭირა". მეიმ, ასევე, აღნიშნა, რომ მან მოუსმინა იმ დელეგატებს, რომლებმაც ხმა მის წინააღმდეგ მისცეს. 

კონსერვატორების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრემ ბედიმ, განაცხადა, რომ მან კომიტეტის წევრებისგან 48 წერილი მიიღო, რომელშიც ისინი მეის უნდობლობას უცხადებენ. ეს თემთა პალატის კონსერვატორი წევრების 15%-ია, რაც ნიშნავს, რომ საკმარისი რაოდენობა იყო იმისთვის, რომ მეის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა დაწყებულიყო.

მეის წინააღმდეგ ბრექსითერი კონსერვატორების უნდობლობის გამოცხადების მთავარი მიზეზი, მეის ევროკავშირიდან გამოსვლის ხელშეკრულება გახდა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებული სამეფო ბრექსითის შემდეგ ევროკავშირის საბაჟო კავშირში განუსაზღვრელი ვადით რჩება.

ვრცლად ტერეზა მეის ხელშეკრულების შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები