რობოტი

რუსეთის ყველაზე თანამედროვე რობოტი ფორმაში ჩაცმული კაცი აღმოჩნდა

BBC

რუსეთში ტექნოლოგიის კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველზე დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური რობოტი, სახელად ბორისი, სინამდვილეში ფორმაში გამოწყობილი კაცი აღმოჩნდა.

რობოტმა კონფერენციაზე წარდგენისას, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ არხზეც გადიოდა, მაყურებელი ლაპარაკით, ცეკვითა და სიარულის უნარებით გააკვირვა.

მაყურებლებმა კი შენიშნეს, რომ რობოტს არსად არ აქვს სენსორები, მას მხოლოდ LED განათებები აქვს დაყენებული. ამასთან ერთად კომპანია Boston Dynamics, რომელი ერთ-ერთ წამყვანია რობოტების შექმნაში, საკმაოდ დიდ დროს ანდომებს უმარტივესი ფუნქციებით დატვირთული ერთი რობოტის შექმნასაც კი, რობოტი ბორისი კი უეცრად არსაიდან გამოჩნდა და საკმაოდ რთული მოძრაობების შესრულებაც შეძლო.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=10&v=ltsGTb-8LNM]


რუსეთის ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქმნილების ვიდეო მალევე გავრცელდა მსოფლიოში. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოზე, თანამედროვე ტექნოლოგიური ქმნილების მიღმა, ადამიანის კისერს მარტივად შევამჩნევთ. 


ფოტო: twitter.com/VestiYaroslavl

"ნამდვილი რობოტის თითქმის სრულყოფილი ილუზია", - ასეა აღწერილი ფირმის საიტზე პროდუქტი, რომელიც 5,000 დოლარზე მეტი ღირს.

კომენტარები