ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 14 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას" ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის I, V კვარტლების, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, ჭოხონელიძის, ბოხუას, მიხეილ ჭიაურელის, ახმეტელის, ჩაჩავას, მიხეილ იოსელიანის, მიქელაძის და რონდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე დროის შუალედში 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, აგლაძის, ხოშარაულის და ალექსი გოგოლაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დოლიძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, ნუცუბიძის, თოფურიას და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI და VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები