სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთის მტრული დამოკიდებულების შეცვლას ველი

0 კომენტარი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მტრულ რიტორიკასთან დაკავშირებით გრიგორი კარასინის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ თვითონ რუსეთის მტრული დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.

"მე მგონი კარასინი არ უნდა იყოს პოლიტიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მეორეც ერთი, მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდათ იმედი, რომ საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა, თუმცა ეს იმედები არ გამართლდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები