სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

თელავის მერია: ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14-15-16-ში ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა მოხდება

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/თელავის-მუნიციპალიტეტის-მერია

თელავის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან "ერთობლივი გასროლა" მოხდება. 

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი მოქალაქეებს ამ ინფორმაციის გავრცელებას სთხოვს.

"​მოსახლეობის საყურადღებოდ!!! გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა. გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები