ქალების უფლებები

ნიკოლ კიდმანმა ქალებზე ძალადობის შესაჩერებელ ფონდს $500 000 გადაურიცხა

0 კომენტარი
ფოტო: UN

ნიკოლ კიდმანის თქმით, ის 500 000 ამერიკულ დოლარს შესწირავს გაეროს ფონდს ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ.

ოსკაროსანი მსახიბი 2016 წლიდან გაეროს კეთილი ნების ელჩია და ეს ამბავიც სწორედ გაეროს ნდობის ფონდის შეკრებაზე გამოაცხადა.

"მე შევხვედრილვარ გადარჩენილებს, რომლებმაც გამოსცადეს გაუგონარი ძალადობა, მე მინახავს როგორ ძლევენ ისინი ტკივილს და პოულობენ სიმამაცეს, რომ იზრუნონ მომავალზე", - თქვა ნიკოლ კიდმანმა სიტყვის დროს.

ნიკოლ კიდმანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, რადგან შეხვედროდა იმ ქალებს, რომლებსაც გამოუცდიათ ძალადობა.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა გადარჩენილისა და აქტივისტის ხმების გაჟღერება, განსაკუთრებით მათი, ვისი მარგინალიზებაც ან გაჩუმებაც მოხდა და ყველა ერთად უნდა დავდგეთ ცვლილებისთვის", - თქვა ნიკოლ კიდმანმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ძალადობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები