რუსეთში დაარსებული სამოდელო სააგენტო "OLDUSKA" მოდელებად მხოლოდ 45 წლის ან 45 წელს ზევით მყოფ ხალხს იღებს.
სამოდელო სააგენტო ფოტოგრაფი იგორ გავარის დაფუძნებულია. გასული ერთი წლის განმავლობაში მას გადასაღება ქალებისგან და კაცებისგან შემდგარი ერთი ჯგუფი ჰყავდა, რომელთა ასაკობრივი ზღვარიც 45 წლიდან 80 წლამდე იყო.
"მე ვხვდებოდი ადამიანებს ძალიან საინტერესო სახეებით და მინდოდა მათთან ერთად ცალკე დამეწყო პროექტი. მოდელები, რომლებიც ჩანან [სამოდელო სააგენტოში], არიან ინსტრუმენტები სტერეოტიპებთან საბრძოლველად. ისინი შთამაგონებელი მაგალითები არიან, რომ შესაძლებელია იყო ლამაზი და ასევე იყო შენი ასაკის", - თქვა იგორ გავარმა.