თავდასხმა ქერჩის სრუტეზე

ბოლტონი: უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებამდე, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა არ შედგება

0 კომენტარი
ჯონ ბოლტონი ფოტო: ტაბულა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქამდე არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, სანამ მოსკოვს ყირიმთან ახლოს უკრაინული გემები და მეზღვაურები დატყვევებული ეყოლება. 

"ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას უახლოეს მომავალში, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს მანამ, სანამ გემები და მეზღვაურები არ გათავისუფლდებიან,"- უთხრა ბოლტონმა ჟურნალისტებს 13 დეკემბერს. 

25 ნოემბერს რუსეთი ქერჩის სრუტეში თავს დაესხმა 3 უკრაინულ გემს და 24 მეზღვაური დაატყვევა. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული გემები უკანონოდ შეიჭრნენ "რუსეთის ტერიტორიაზე". შეგახსენებთ, რომ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსირება მოახდინა. უკრაინა და გაეროს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა ანექსიას არ ცნობს.

უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა NATO-მაც, რომლის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს გემები. 

"რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს დატყვევებული მეზღვაურები და გემები და უნდა დაუშვას თავისუფალი ნავიგაცია აზოვის ზღვაში უკრაინულ საზღვაო პორტებზე. 

ეს ყველაფერი რუსეთის დესტაბილიზაციური ქცევის ნაწილი. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიას,"- თქვა სტოლტენბერგმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები