ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ზურაბიშვილის ინაუგურაციას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სარქისიანი დაესწრება

0 კომენტარი
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაციას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი დაესწრება. 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას 55-მდე ქვეყნის 150 წარმომადგენელი მიიღებს. 

დღვანდელი მონაცემებით ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება:

• სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 
• საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი
• თურქეთის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტი
• აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი
• სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი
• ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი
• ლიეტუვას სეიმის სპიკერი
• პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი
• მოლდოვას ვიცე პრემიერმინისტრი
• თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
• გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი
• ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
• ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
• სუამის გენერალური მდივანი
• უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
• ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
• აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი
• წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვევა. უწყება აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული სია საბოლოო არ არის, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან. 

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე II-ის სასახლეში გაიმართება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები