მოძრავი ბიბლიოთეკა

Bibliomotocarro - იტალიის ყველაზე პატარა ბიბლიოთეკა

coolstuffontheinternet.com

“წიგნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წიგნის გარეშე ბავშვი მარტოსულია, რა შეიძლება იყოს მის გვერდით, თუ არა წიგნი - ლიტერატურის ლამაზი ქმნილება. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ წიგნის გარეშე. “ - ანტონიო ლა კავა, სკოლის ყოფილი მასწავლებელია, რომელმაც თავისი სამბორბლიანი მანქანა პატარა ბიბლიოთეკად გადააკეთა.


ფოტო: evelinepauna.ro

ანტონიო უკვე 20 წელია თავისი მანქანით დადის ბაზილიკატას რეგიონში, რათა სოფლებში, სადაც ხშირად სკოლები არ არის, ბავშვებს წიგნები მიიტანოს.

“გადავწყვიტე Bibliomotocarro გამეკეთებინა, რადგან ვგრძნობდი, რომ წიგნების მიმართ უკმაყოფილება იზრდებოდა. მე ვუთხარი ბავშვებს: “პრობლემა არსებობს, რაღაც უნდა გაკეთდეს.” ისინი კი მეუბნებოდნენ - “მასწავლებელო, თქვენ რაიმე უნდა იღონოთ.” ჩემი წუხილი იზრდებოდა - ვბერდებოდი არამკითხველთა ქვეყანაში. “  - ამბობს ის BBC-სთან ინტერვიუში.


ფოტო: verbalisti.com

ანტონიომ ბიბლიოთეკის გაკეთება 42 წლიანი მასწავლებლობის შემდგომ გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს მას ბავშვებში წიგნების სიყვარულის გავრცელებაში დაეხმარება. ბიბლიოთეკაში 700-მდე წიგნია. ბავშვები ყოველთვის სიხარულით ხვდებიან პატარა ბიბლიოთეკის გამოჩენას. ანტონიო კვირაში ერთხელ 500 კილომეტრს გადის და ამას უსასყიდლოდ აკეთებს. 


ფოტო: www.detinjarije.com

“აუცილებელია, რომ ვეძებოთ ახალი მკითხველები. მე მიყვარს მათი ყურება ბაზილიკატას ყველაზე პატარა სოფლებში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალურად და კულტურულად, არამედ ეთიკურადაც და მე მას პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ვუმატებ. Bibliomotocarro ყველა წერტილამდე მიდის და ეს არის იდეა, რომ წიგნსაც ყველგან შეუძლია მისვლა ” - აცხადებს ანტონიო.

 

კომენტარები