ანტისემიტიზმი

საფრანგეთში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სასაფლაოზე ნაცისტური სიმბოლოები დახატეს

AP

საფრანგეთში, სტრასბურგთან ახლოს ებრაელთა სასაფლაოზე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საფლავის ქვებს ანტისემიტური გრაფიტები დაახატეს.

Thetimesofisrael-ის ცნობით საფლავის ქვებს ნაცისტური სვასტიკები და რიცხვები 14/88 დააწერეს, რომელიც ნაცისტური სიმბოლიკის მიხედვით, თეთრკანიანთა უპირატესობასა და ფრაზას “დიდება ჰიტლერს” გამოხატავს.


ფოტო: AP

ნაცისტური სიმბოლოები სამშაბათს, 13 დეკემბერს, სტრასბურგში სროლამდე, რომელმაც 3 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინეს.

საფრანგეთის შს მინისტრმა დაგმო ანტისემიტიზმი. ჯერ კიდევ წინა თვეში, საფრანგეთის მთავრობა გაზრდილ ანტისემიტიმზე საუბრობდა. 2018 წელს პირველი 9 თვის განმავლობაში, გასულ წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ანტისემიტური ქმედებები 68%-ით გაიზარდა.

საფრანგეთში ევროპაში ყველაზე დიდი ებრაული პოპულაციაა.

კომენტარები