კიანუ რივზი

ფაქტები კიანუ რივზის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: Getty images

კიანუ რივზი ჰოლივუდის ცნობილი და წარმატებული მსახიობია, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი ტრაგიკული შემთხვევის გადატანა მოუხდა.

მიუხედავად ამისა, 54 წლის მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს არ უნდა დანებდეს და მან მნიშვნელოვანი მისია სხვების დახმარების სახით შეითავსა.

ფოტო: getty images

კიანუ 3 წლის იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა. თინეიჯერობის ასაკში 4 სხვადასხვა სკოლის გამოცვალა მოუწია, რადგან სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

23 წლის ასაკში, თავისი საუკეთესო მეგობარი, ამერიკელი მსახიობი რივერ ფენიქსი ნარკოტიკის ზედოზირების გამო დაეღუპა. შემდეგ, მას ურთიერთობა ჰქონდა ჯენიფერ სიმთან, რომელიც დაორსულდა, თუმცა ნაადრევად იმშობიარა. ბავშვი დაიღუპა, ხოლო ჯენიფერი 1 წლის შემდეგ ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ფოტო: worldation

მოგვიანებით, კიანუს დას ლეიკემია დაუდგინეს. ის გამოჯანმრთელდა, კიანუმ კი ფილმ “მატრიცა”-დან შემოსული თანხის 70% ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად გადარიცხა. მიუხედავად ამისა, კიანუს არ უყვარს საკუთარ ქველმოქმედებაზე ხაზგასმა. ის ფარულად ბავშვთა საავადმყოფოებსაც აფინანსებს. 2009 წელს, Ladies’ Home Journal-თან ინტერვიუში მან თქვა: “მე მაქვს კერძო ფონდი, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოებს და კიბოსთან დაკავშირებულ კვლევებს აფინანსებს. მე არ მიყვარს ჩემი სახელის მიწერა ამ ყველაფერთან. ფონდი იმას აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს.”

კიანუ ასევე დათანხმდა ჰონორარის შემცირებას ფილმებში “ეშმაკის ადვოკატი” და “დუბლიორები”, რათა რეჟისორებს შესძლებოდათ ისეთი მსახიობების მოწვევა, როგორებიც არიან ალ პაჩინო და ჯინ ჰეკმენი.

ფოტო: filmphilosophy.wordpress.com

კიანუ რივზი New York Post-თან ინტერვიუში, 2000 წელს საუბრობდა: “ჩემთვის სიხარული და ფული ერთმანეთს არ უკავშირდება. ჩემი წარმატებისთვის მე მადლიერი ვარ, რადგან ეს სხვა შესაძლებლობებს მიხსნის.”

რივზმა დაადასტურა, რომ Pixar-ის ანიმაციურ ფილმში “სათამაშოების ისტორია 4”-ში ითამაშებს. ფილმი 2019 წლის 21 იანვარს გამოვა ტელეეკრანებზე.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები