სესხის დაფინანსება

ბანკმა მარტოხელა დედას მოულოდნელად 150,000 დოლარის სესხი დაუფარა

abcnews

30 წლის მედდამ და მარტოხელა დედამ, რომელსაც 150,000 დოლარის სტუდენტური სესხი ჰქონდა, ოთხშაბათს, 12 დეკემბერს ახალი ამბავი გაიგო, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

ჟასმინ ფორდს შეატყობინეს, რომ  Fifth Third ბანკი მის ვალს მთლიანად დაფარავს.

“ვერ ვპოულობ სიტყვებს. ახლა სამსახურში მივდივარ, მაგრამ გახარებული, რადგან ჩემი ცხოვრება შეიცვლება” - ამბობს ფორდი ABC-სთან ინტერვიუში.

ფორდი წარმოშობით ჩიკაგოდანაა. ის პირველი იყო ოჯახში, ვინც კოლეჯი დაამთავრდა. 2011 წელს ბაკალავრის დიპლომი, ხოლოდ 2015 წელს მაგისტრის დიპლომი მიიღო და მედდა გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ მის ოჯახს დახმარება არ შეეძლო, მან სტუდენტური სესხი აიღო საკვების და ბინის ქირის დასაფინანსებლად.

“ვერ ვიჯერებ, რომ ამიერიდან შემეძლება მეტი დრო გავატარო ოჯახთან და გავთავისუფლდე გონებრივი დაძაბულობისგან. შემეძლება, რომ მეტი შესაძლებლობა გავაღო საკუთარი თავისთვის, უბრალოდ დავჯდე და დავფიქრდე, შემდეგ კი ჩემს ოცნებებს მივსდიო.” - ამბობს ჟასმინი. 


ფოტო: abcnews

ფორდის თქმით, ცხოვრება ასევე შეიცვლება მისი შვილისთვის, კალებისთვის, რომელიც თებერვალში ორი წლის ხდება. სესხის დასაფარად, ფორდი თითქმის ყოველ დღე ორ სამსახურში მუშაობდა.

ფორდი გაკვირვებული იყო, როდესაც Fifth Third ბანკმა ის დოკუმენტური ფილმის მონაწილედ აირჩია, რომელიც სტუდენტურ სესხებს ეხებოდა. ოთხშაბათსაც, ის ელოდებოდა, რომ მორიგი ვიდეოს გადასაღებად მოდიოდნენ.

“ის შეყვარებულია თავის საქმიანობაზე და სურს, რომ მსოფლიო შეცვალოს. ჩვენ უბრალოდ ვგრძნობდით, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა. თუ შენ შეუცვლი მას ცხოვრებას, ე.ი შენ ცვლი რაღაცას მთელი საზოგადოებისთვის” - ამბობს ბანკის მენეჯერი, მაიკ ქროვფორდი.

ჟასმინ ფორდი და მაიკ ქროვფორდი
ფოტო: abcnews

ქროვფორდის თქმით, ისინი მომავალ წელს კიდევ ორ ადამიანს დაუფინანსებენ სტუდენტურ სესხს.

კომენტარები